ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავების საპროექტო მომსახურების მიმწოდებლის შერჩევის მიზნით 4 სექტემბერს კონკურსი (CNT200000036) გამოცხადდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში წინადადების მიღება 2020 წლის 11 ოქტომბერს იწყება 2020 წლის 16 ოქტომბერს სრულდება.
კონკურსის შესყიდვის ღირებულება 922 500.00 ლარია.
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი
ა) ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებისათვის მოსამზადებელი
კვლევა, დაზუსტებული გეგმარებითი ერთეული, განვითარების ხედვა, განვითარების
სტრატეგია და სიცოცხლისუნარიანობის შეფასება;
ბ) საინვესტიციო ობიექტებისა და ტერიტორიების შესწავლა და განვითარების პარამეტრების
განსაზღვრა (ნუსხა – იხ. დანართი №3);
გ) ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების
სკოპინგის ანგარიში;
დ) ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია.