ჩინეთის ქალაქ ჯენჯოუში წყალდიდობის შედეგად მეტროს გვირაბი დაიტბორა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა.
საერთო ჯამში, გვირაბიდან დაახლოებით 500 ადამიანი გამოიყვანეს.
ჰენანის პროვინციაში შეფერხებულია სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა, გაუქმდა და გადაიდო ავიარეისები. პროვინციაში ერთ-ერთი კაშხლის გარღვევის საფრთხეა შექმნილი.