LIVE TV
კვირა, იანვარი 29, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე

წონაში კლების პრეპარატმა გასაოცარი შედეგი აჩვენა

დაპოსტა 2022/05/15-ში
გაზიარება

ექსპერიმენტულმა პრეპარატმა, რომლის ეფექტებს ჭარბწონიან ადამიანებზე კლინიკურად სწავლობდნენ, მონაწილეებში წონის რეკორდული კლება აჩვენა.

Tirzepatide ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Eli Lilly and Company (Lilly)-მ შექმნა და წარმოადგენს ყოველკვირეულ ინექციას, რომელიც წონის კლებას ხელს უწყობს ბუნებრივი ჰორმონების, სახელად ინკრეტინების ეფექტების მიბაძვის მეშვეობით. ეს ჰორმონები ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის დონეს ამცირებს და არეგულირებს მონელებასთან დაკავშირებულ მეტაბოლურ პროცესებს.

პრეპარატი Tirzepatide, რომელიც ჯერ ბაზარზე ხელმისაწვდომი არ არის, რადგან კლინიკური კვლევების შემდეგ ეტაპს ელოდება, წარმოადგენს ორი კონკრეტული ინკრეტინის, GLP-1-ის (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1) და GIP-ის (გლუკოზაზე დამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდი) სინთეტიკურ კომბინაციას.

პირველი ჰორმონი, GLP-1, წარმოადგენს დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატ სემაგლუტიდის საფუძველს, რომელიც აშშ-ში 2021 წელს დაამტკიცეს წონაში კლების პრეპარატად. ის წონაში კლების პირველი მედიკამენტია ბოლო რამდენიმე წელიწადში, რომელიც FDA-მ დაამტკიცა. დამტკიცების გადაწყვეტილება დაეფუძნა კლინიკური ცდების შედეგებს, რომელსაც წონის კლებაში „თამაშის წესების შემცვლელი“ უწოდეს. თუმცა, როგორც ჩანს, ჰორმონ GIP-ისა და GLP-1-ის დამატების წყალობით, Tirzepatide-ს ფორმულა კიდევ ერთხელ შეცვლის თამაშის წესებს.

კლინიკური ცდების მესამე ფაზაში Tirzepatide-ის ეფექტებს 2539 მონაწილეზე იკვლევდნენ, რომლებიც ან მსუქნები იყვნენ, ან ჭარბწონიანები. 72 კვირის განმავლობაში, მონაწილეთა ნაწილს Tirzepatide-ს აძლევდნენ, ნაწილს კი პლაცებოს, ამავე დროს, მათ რაციონში შემცირებული იყო კალორიები და გაზრდილი იყო ფიზიკური აქტივობა. პრეპარატი სამი სხვადასხვა დოზით შეჰყავდათ (5, 10 ან 15 მილიგრამი კვირაში ერთხელ), მაგრამ კვლევის მსვლელობისას, სამივე ამ ჯგუფში დაფიქსირდა წონაში კლების მნიშვნელოვანი დონე. ყველაზე მაღალი დოზის (15 მილიგრამი) ჯგუფში მონაწილეთა სხეულის წონა საშუალოდ 22,5%-ით (24 კგ) შემცირდა, 10 მგ დოზის ჯგუფში 21,4%-ით (22 კგ), 5 მგ ჯგუფში კი 16%-ით (16 კგ).

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

“მოვალეობას თავი ვერ გაართვა”- რა ხდება მესხიშვილის თეატრში

იანვარი 28, 2023
96
კულტურა

ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დირექტორის და სამხატვრო ხელმძღვანელის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას  “ინფო იმერეთი" ავრცელებს.  ფაქტს ადასტურებენ მესხიშვილის თეატრში. საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის ცნობით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა თანამდებობა...

დაწვრილებით

2 გარდაცვლილი და ერთი დაშავებული  – საშინელი ავარია რუისთან

იანვარი 28, 2023
1.2k
ვიდეო

2 გარდაცვლილი და ერთი დაშავებული  - საშინელი ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ. რუისთან არსებული ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. გარდაცვლილიდან ერთი მსუბუქი ადვტომობილის...

დაწვრილებით

ძალიან საპასუხისმგებლოა ეს პოსტი-ქუთაისის მერის ახლად დანიშნული მოადგილე თამარ დახუნდარიძე

იანვარი 28, 2023
51
მთავარი

ქუთაისის მერის ახალი   მოადგილე თამარ დახუნდარიძე სოციალურ, ჯანდაცვისა და ტურიზმის მიმართულებებს გაუწევს კურატორობას. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა იმუშავებს ტურიზმის მიმართულებიტაც, თუმცა დახუნდარიძეს კონკრეტულ გეგმებზე საუბარი უჭირს. „რა თქმა უნდა,...

დაწვრილებით

ტრაგედია სამტრედიაში – მრავალსართულიანი კორპუსიდან მამაკაცი ჩამოვარდა

იანვარი 28, 2023
2.9k
ვიდეო

სამტრედიაში, რუსთაველის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსის სახურავიდან მამაკაცი ჩამოვარდა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპული 44 წლამდე მამაკაცია. დაღუპული სავარაუდოდ სახურავზე იყო ასული, როდესაც ფეხი დაუცდა და ჩამოვარდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები....

დაწვრილებით

ბათუმში 42 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე 1 პირი დააკავეს

იანვარი 28, 2023
170
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ბათუმში 1980  წელს დაბადებული ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. შეგახსენებთ,...

დაწვრილებით

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შესაძლოა ოპერირება Uzbekitstan Airways- დაიწყოს

იანვარი 28, 2023
79
მთავარი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში ავიაკომპანია Uzbekitstan Airways-ის წარმომადგენელს, სერგეი შიროვს შეხვდა. პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის ორ საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის წარმატებულ ოპერირებას. ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, რომ უახლოეს...

დაწვრილებით

ვიბრძვით თითოეული დღისთვის…-რას წერს ექიმი გიორგი ღოღობერიძე

იანვარი 28, 2023
44
მთავარი

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მისი ერთ-ერთი ონკოპაციენტის შესახებ ემოციურ პოსტს წერს. ღოღობერიძის თქმით, პაციენს სხვა კლინიკაში მოუხდა გადასვლა. "ონკოლოგიაში ზოგჯერ დგება მომენტი, როცა ძალიან გეტირება, მაგრამ რომ იტირო, პაციენტს...

დაწვრილებით

გორიდან ბათუმში სამუშაოდ წასული ქალი გარდაცვლილი იპოვეს

იანვარი 28, 2023
1.5k
Yellow crime scene do not cross barrier tape in front of defocused background. Horizontal composition with selective focus and copy space.
მთავარი

ბათუმში, რამდენიმე დღის წინ, გორიდან სამუშაოდ წასული 42 წლის ქალი, დალი ელიზბარაშვილი პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალის სიკვდილის პირველად მიზეზად სუიციდს ასახელებს, ოჯახი კი ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა...

დაწვრილებით

4 მცირეწლოვანი ბავშვი, 11 წლის ტყუპი-ლენტეხში 7 სულიან ოჯახს დახმარება ჭირდება

იანვარი 28, 2023
56
მთავარი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანარში, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა: "მეგობრებო ხანძარი მოხდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანარში. სოციალურად დაუცველი (მრავალსულიანი)ენგუში ლიპარტელიანის საცხოვრებელი სახლი სრულიად განადგურადა. შვიდსულიანი ოჯახი, 4...

დაწვრილებით

11 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა

იანვარი 28, 2023
58
მთავარი

პროფესიული განვითარების საბჭომ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 11 ექიმს შეუჩერა. პროფესიული განვითარების საბჭო პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

რაჭაში მიწისძვრა დაფიქსირდა

დეკემბერი 21, 2019
152
COVID-19

ორი კვირა მკურნალობდნენ – ქობულეთში 43 წლის ქალი გარდაიცვალა

იანვარი 30, 2022
852
მთავარი

ქუთაისელი ვახო კაჩუხაშვილი ესტონეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გახდა

დეკემბერი 16, 2019
1.9k





+12











.

No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!