დარღვევის შემთხვევაში, ვიმოქმედებთ ყველგან , – ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას, იმოქმედებს თუ არა შს სამინისტრო შესაბამისად, თუ წესების დარღვევას ადგილი ექნება ეკლესიებში და არ იქნება დისტანცია დაცული.
მისივე თქმით, ეკლესიებზეც იმოქმედებს იგივე კანონი, რაც სავაჭრო ცენტრებში, სადაც ადამიანებმა დისტანცია უნდა დაიცვან. „იგივე, რა კანონიც მოქმედებს სხვა დახურულ დაწესებულებებში, თუნდაც სავაჭრო ცენტრებში, როგორიც არის კარფური, გუდვილი. არის დისტანცია, რომელიც უნდა დაიცვან. გარეთაც შეიძლება 100 კაცი მოძრაობდეს ქუჩაში, თუმცა დისტანცია დაცული ჰქონდეთ და ერთად არ იდგნენ. დარღვევის შემთხვევაში, ვიმოქმედებთ ყველგან,“ – განაცხადა გომელაურმა.