“ყველაზე თბილო და ტკბილო! ყველაზე საყვარელო! უზომოდ მიყვარხარ დაბადებიდან! რამდენი რამ დამრჩა შენთვის სათქმელი… წახვედი და თან წაიღე ჩემი გული… მიყვარხარ უსასრულობამდე
“
ქუთაისი ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობება. როგორც ცნობილი 19 წლის ახალგაზრდა თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა . ახალგაზრდა რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში იყო მოთავსებული, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, 29 იანვარს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბიჭი მეგობართან ერთად მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ქუთაისის მკვიდრია.
ინფორმაციას მისი დაღუპვის შესახებ სოცილურ ქსელში ბიჭის ახლობლები ავრცელებენ.