აზოვსტალის გენერალური დირექტორი ენვერ ცქიტიშვილი ქართულ ტელეარხთან ინტერვიუში უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ,,აზოველთა” შესახებ საუბრობს და იმასაც ამბობს, რომ ის წარმოშობით ქუთაისელია:
,,ჩვენ წინასწარ მოვემზადეთ ამ ომისთვის. გავიყვანეთ თავშესაფრებში ვენტილაცია, გვირაბებში ელექტროგაყვანილობა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ელექტროენერგიით სარგებლობა, უბრალოდ ტელეფონის დატენვა.
შევიტანეთ წყალი, საკვების მარაგი…
როცა ომი დაიწყო, ჩვენ ყველას გავუსხენით კარი და არ ჰქონდა მნიშვნელობა, ჩვენი თანამშრომელი იყო თუ არა.
24-ში, როცა ომი დაიწყო, გავაჩერეთ ქარხანა ტექნიკურად, რომ არანაირად არ მომხდარიყო ქიმიური გაჟონვა.
„აზოვის” მეომრები თავშესაფარში მყოფი ჩვილებისთვის ღამით გადიოდნენ ქალაქში და მოჰქონდათ პამპერსები და მედიკამენტები. დღისით იბრძოდნენ, ღამით კი ჩვილებზე ზრუნავდნენ.
ჩემი ქარხნის თანამშრომლები, საწარმოების უფროსები, სასწრაფო დახმარების მანქანებში ისხდნენ და ქალაქში დაჭრილებს აგროვებდნენ.
მე მყავს თანამშრომლები, რომლებმაც ოჯახები გაიყვანეს ქალაქიდან და უკან მობრუნდნენ, რომ მოხალისეებად ემუშავათ და ქალაქის მოსახლეობას დახმარებოდნენ.
….
წარმოშობით ქართველი ვარ, მამა დაიბადა ქუთაისში. იქ მყავს ნათესავები. ბავშვობაში ვისვენებდი ხოლმე ქუთაისის ახლოს ერთ ულამაზეს ადგილას, სადაც ახლა ცხოვრობენ ბიძა, ბიძის ცოლი, ჩემი დები”..