მოსკოვში წუხელ, სავარაუდოდ წამლების ზედოზირებით, საქართველოს მოქალაქე 16 წლის გიორგი ფიფია საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, 16 წლის ბიჭი დედისერთა იყო. მამა გარდაცვლილი ჰყავდა.
“ვაიმეეე,როგორ მენანები სიკვდილისთვის გიორგი, რატო ღმერთო რატო? სამწუხაროდ, ვერ შეძელით გიორგის დაცვა. ნათელში იყოს შენი სული”,-ამბობს ოჯახის ახლობელი.
მისივე ინფორმაციით, გიორგი დედისერთა იყო და მისი მამა, ბებია-ბაბუა წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ჩქვალერშია დასაფლავებული.
„გიორგის დედა მოსკოველია, როგორ გაუბედურდა საწყალი ქალი ირა. ერთადერთი შვილიც დაკარგა. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, ასევე აღძრულია საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით“, – გვითხრა ოჯახის ახლობელმა.
გარდაცვლილს საქართველოს მოქალაქეს მოსკოვში დაკრძალავენ