წალენჯიხის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა. არსებული მდგომარეობით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მუნიციპალიტეტის მერის ბესიკ ფარცვანიას თქმით , დაშავებულს ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება.
მისივე ინფორმაციით, ბავშვს მიკროავტობუსი დაეჯახა.
„დეტალები მეც არ ვიცი, სოფლის რწმუნებულმა რა ინფორმაციაც გადმომცა ისაა, რომ ბავშვი არის მეორე კლასში და მიკროავტობუსი დაეჯახა. მას ზუგდუდის საავადმყოფოში უტარდება ოპერაცია“, – ამბობს ბესიკ ფარცვანია .