სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე წალენჯიხის მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი დაზარალებულ ოჯახს დახმარებას გაუწევენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.