30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 12 წლის ბავშვს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება სკოლა, სადაც გარდაცვლილი ბავშვი, მათე გოგია სწავლობდა.
შეძრულია მთელი სკოლა, ყველა მოსწავლე თუ კურსდამთავრებული. არ არსებობს დასამშვიდებელი სიტყვები, რომელიც შეიძლება ვუთხრათ შოთიკოს და სალომეს, მათეს მშობლებს, არც ერთს ფასი არ ექნება… უბრალოდ ძალიან გთხოვთ – გაუძელით! ჩვენ – მასწავლებლები, მათესა და ლუკას თანაკლასელები თუ მეგობრები, მშობლები, ყველანი ვართ თქვენს გვერდით, ლუკას გვერდით… ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას… და გაიზიარეთ ჩვენი – სკოლის მწუხარება: მათე ბიჭი წავიდა ჩვენგან! წავიდა მეგობრებზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი… დედისა და მამის გულის ნაწილი, ლუკას დიდი ტკივილი… ძალიან მწარე ხარ, შვილო…”, – აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.
პოლიციელი უკვე დააკავეს, ხოლო გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.