იტალიასთან ფრენების შესაძლო შეწყვეტის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა განუცხდა.
„ამაზე მუდმივად მიმდინარეობს მსჯელობა, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რეალურად, ეს არის რისკის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ რისკები მაინც რჩება. სრულად რომ დავიცვათ თავი, მაშინ ფრენები სრულად უნდა ავკრძალოთ ყველა მიმართულებიდან, ასეთ შემთხვევაში ძვირის გადახდა მოგვიწევს“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.