„ძალიან მიხარია, რომ დღეს უამრავ ადამიანთან ერთად ბეშუმში, შუამთობაზე ვართ. მინდა შუამთობა თითოეულ აჭარელს მივულოცო, მინდა თითოეულ ოჯახს სიუხვე, კეთილდღეობა, სიკეთე და წარმატება ვუსურვო. მჯერა, ერთიანობით გავიმარჯვებთ და ჩვენს ქვეყანას განვითარების პერსპექტივას დავუბრუნებთ. პრემიერ-მინისტრი ვერტმფრენით ჩამოვიდა, ხალხში არც გაიარა და წავიდა, მაგრამ მიხარია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ ხალხში, ხალხთან ახლოს და მათთან ერთად აღვნიშნოთ ეს ძალიან კარგი დღესასწაული, რასაც შუამთობა ჰქვია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ბათუმში 16 წლის მოზარდს მეხი დაეცა
ბათუმში 16 წლის მოზარდს მეხი დაეცა, ის კლინიკაშია გადაყვანილი - ინფორმაციას მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. "ბათუმში ელჭექის დროს დაფიქსირდა მეხის ჩამოვარდნის ფაქტი თევზის რესტორან ,,ფიშლანდიასთან”, რომელიც სამწუხაროდ დაეცა...