,,ძალიან განვიცდით, აი ეხლა, სულ ახლახანს გავიგეთ , რომ 5 ქართველი გმირი ვაჟკაცი შეეწირა ამ ომს, კიდევ რამდენი შეეწირება, ნებისმიერი ერის წარმომადგენელი, ნებისმიერის სიკვდილი ხომ ჩვენთვის ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ღმერთი გვაძლევს სიცოცხლეს და ადამიანები ჩვენს თავს უფლებას ვაძლევთ , რომ ვხოცოთ ერთმანეთი.
ქართული საზოგადოება რატომ იყო განვითარებული. ჯერ კიდე, როდიდან იყო აკრძალული სიკვდილით დასჯა. დღესაც კი, მსოფლიოში მრავალი ქვეყანაა, სადაც ისევ შემორჩენილია სიკვდილით დასჯა, და ეს არის ძალიან ცუდი…
ჩვენ უნდა ვილოცოთ მშვიდობისათვის, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, არიან მხარეები მოწოდებულნი მშვიდობისათვის?
ომს ჰყავს გამარჯვებული და დამარცხებული და ვინმეს უნდა იქ დამარცხება, ომში რომელიმე ძალას?
ჩვენ გვინდა მშვიდობა და ჩვენ გვინდა სამართლიანობა , ამავე დროს.
უკრაინა ხომ ერთ გოჯსაც არ დათმობს რაღაცის სანაცვლოდ და რომ შესთავაზო, არათუ შეურაცხყოფილები დარჩებიან, არამედ მტრად ჩათვლიან ყველას და სამართლიანიც იქნება. რუსეთს გააჩერებს რამე? მაგრამ ერთი რამეც არის, უკრაინა დიდი ტერიტორიაა და როგორ უნდა მოუგოს, როცა ასეთი დახმარება მოდის.” -განაცხადა ქადაგებაზე მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.