ნაციონალური მოძრაობის” წევრის და ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით ცოცხები დაურიგეს და გზაზე დააყანეს.
მისი თქმით, თბილისისკენ მომავალმა კოლონამ სხვა გზით გაიარა.
“ქუთაისში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით ცოცხები დაურიგეს და დააყენეს გზაზე. მართალია ჩვენ სხვა გზით მივდიოდით, მაგრამ მაინც, რა საბრალოა ხელისუფლება, 9 წლის შემდეგ მეტი არაფერის კეთება შეუძლიათ.
ქუთაისი გათავისუფლდება ამ უღირსი მიდგომისგან. არავის, არავის აღარ მოუწევს პოლიტიკური დავალებების შესრულება. მერია იმუშავებს ხალხისთვის, ყველასთვის. არავინ დაიჩაგრება უსამართლოდ!”, – წერს ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, თბილისისკენ მომავალ კოლონას გზაზე ცოცხებით და შეძახილებით დახვდნენ.