ცოტნე გამსახურდიამ ერთ-ერთი დაკავებულის ამოცნობა შეძლო. ადვოკატის თქმით, გამსახურდიას ლაპარაკი ამ დრომდე არ შეუძლია, თუმცა მას ერთ-ერთი ბრალდებულის გიორგი სოლოღაშვილის ფოტო აჩვენეს და ვინაობა ჟესტებით დაადასტურა.
ცოტნე გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით,საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში იმართება. პროცესზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. ის ამჟამად გერმანიაში მკურნალობს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია ბრალდებული. მათგან 2-ს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
დაცვის მხარეს მტკიცებულებების წარდგენის საშუალება 11 სექტემბერს ექნება.