LIVE TV
სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ცნობილია რომელ ქალაქებში განხორციელდება აცრები

დაპოსტა 2021/02/02-ში
85
ნახვა
გაზიარება

პრემიერ-მინისტრთან იყო შეხვედრა სწორედ ვაქცინაციის გეგმასთან და ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ საქართველომ მიიღო დასტური COVAX  პლატფორმიდან, რომ თებერვლის მეორე ნახევარში მიიღებს პირველ პარტიას Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის, ეს გახლავთ 29 250 დოზა. მოგეხსენებათ, რომ ის ორჯერ კეთდება, აქედან გამომდინარე ის ეყოფა დაახლოებით 14 000 ადამიანს და ჩვენი იმუნიზაციის გეგმის მიხედვით ყველაზე მაღალი პრიორიტეტის ჯგუფი, ვინც პირველ ეტაპზე უნდა აიცრას გახლავთ მედიცინის მუშაკები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისი თქმით, უკვე დაწყებულია მონაცემების შეგროვება და დღეს დილისთვის, შესაბამის პორტალზე უკვე ატვირთულია 27 000 ადამიანის მონაცემები.

„ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და მათ შორისაც ხდება პრიორიტეტიზაცია, რადგან მთლიანად საქართველოში მთლიანად 75 000 მედიცინის მუშაკი მუშაობს, აქედან ჩვენს გეგმაში სამიზნე გახლავთ 49 000 – 60%, რადგან მოგეხსენებათ ჩვენი სამიზნე ამ წლის განმავლობაში არის 60%. უკვე დაწყებულია მათი მონაცემების შეკრება დღეს დილით 27 000 მონაცემი იყო სპეციალურ პორტალზე ატვირთული, სამედიცინო დაწესებულებების მიერ, რომლებიც მიცემული ინსტრუქციის მიხედვით თვითონ ახდენენ პრიორიტეტიზაციას, მაღალი პრიორიტეტის ანუ, ვინც უშუალოდ კოვიდავადმყოფებთან მუშაობენ, საშუალო და დაბალი პრიორიტეტის ადამიანები. შემდგომ პროცესი აეწყობა ისე, რომ ეს მონაცემთა ბაზა შედარდება კოვიდინფიცირებულთა მონაცემთა ბაზასთან და ვისაც გასული წლის განმავლობაში დადასტურებული ჰქონდა კოვიდინფექცია, მინისტრის ბრძანება გულისხმობს, რომ კოვიინფექციის დადასტურებიდან 3 თვის შემდეგ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანების აცრა. კოვიდინფექცია არ წარმოადგენს წინააღმდეგ ჩვენებას აცრის, მაგრამ მწვავე ან ქვემწვავე პერიოდში, ანუ გადატანის შემდგომ დავთქვით, რომ  3 თვის განმავლობაში ნუ ავცრით ამ ადამიანებს. აქედან გამომდინარე ეს ადამიანებიც გამოაკლდება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ Pfizer-ის ვაქცინა საჭიროებს ულტრადაბალ ტემპერატურაზე შენახვას -70-80 გრადუსზე, ამიტომ შემოსული ვაქცინა დასაწყობდება დაავადება კონტროლის ცენტრის თბილისის, სასაწყობე მეურნეობაში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში, სადაც შესაბამისი პირობებია მოწყობილი. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულია, დაახლოებით, 10-მდე საავადმყოფო და კიდევ 5 სარეზერვო საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მოხდება აცრები, დაახლოებით, 40 ბრიგადის მიერ.

„მოგეხსენებათ, რომ აცრა ნებაყოფლობითია და ჩვენ ველოდებით, რომ შეირჩევა სწორედ ეს ჯგუფი, დაახლოებით 14 000 ადამიანი, ვინც პირველ ეტაპზე აიცრებიან. რადგან ეს არის Pfizer-ის ვაქცინა და ის საჭიროებს ულტრადაბალ ტემპერატურაზე შენახვას -70-80 გრადუსზე, ამის საშუალება დღეს ჩვენ გვაქვს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ამიტომ შემოსული ვაქცინა დასაწყობდება დაავადება კონტროლის ცენტრის თბილისის, სასაწყობე მეურნეობაში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში. ეს ვაქცინა, უკვე გალღობის შემდეგ, 5 დღის განმავლობაში, შეიძლება შეინახოს ჩვეულებრივ, მაცივრის ტემპერატურაზე, ამიტომ, ზუსტი გათვლები იქნება. ამ ეტაპზე აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. სამინისტროს მიერ შერჩეულია, დაახლოებით, 10-მდე საავადმყოფო და კიდევ 5 სარეზერვო საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მოხდება აცრები, დაახლოებით, 40 ბრიგადის მიერ. თითოეული ბრიგადა შედგება 3 ადამიანისგან – ამცრელი, ექიმი, ვინც ეკითხება პიროვნებას, სპეციალურად შემუშავებული კითხვარით და ასევე, რეგისტრატორი, ვისაც იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში შეაქვს შემდგომ პიროვნების მონაცემები. თითოეული ბრიგადისთვის გათვლილია, რომ უნდა აიცრას 40-42 ადამიანი, შესაბამისად, დღის განმავლობაში, ვფიქრობთ, რომ აიცრება 1 000-მდე ადამიანი ამ 40 ბრიგადის მიერ და ამ 14 000 ადამიანის აცრას, 1 აცრას, დაახლოებით ვანგარიშობთ, დასჭირდება 2 კვირა. 3 კვირის შემდეგ, კიდევ, თითოეული ადამიანი დაბარებული იქნება – როგორც შეხსენება მიუვა SMS-ით, ასევე მიეცემა სპეციალური ფორმა, რომ 3 კვირის შემდეგ ისევ უნდა მოვიდეს და ვაქცინის მე-2 დოზა გაიკეთოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კოვიდის საწინააღმდეგო აცრები საქართველოში უკვე თებერვალში დაიწყება.  გაგრძელდება, პირველ რიგში, ისევ პრიორიტეტული პირველი ჯგუფის – სამედიცინო პერსონალის აცრა, შემდეგ ამას უკვე მოჰყვება მოხუცთა სახლების ბინადრები და მათი  მომვლელი პერსონალი და შემდეგ უკვე ასაკობრივი გრადაციაა – 75 წელს ზემოთ, 65 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ 55 წელს ზემოთ მოსახლეობა და ა.შ.“- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება34

დაკავშირებული -პოსტები

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

დეკემბერი 15, 2025
77
მთავარი

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა. შესაბამის ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს სოციალურ ქსელში. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ბრძანებაში, რომელიც პატრიარქის ხელმოწერით ვრცელდება, ნათქვამია, რომ არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება საეკლესიო კანონიკური ეთიკის...

დაწვრილებითDetails

დეკემბერი 15, 2025
9
მთავარი

„საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისში — ამჯერად არა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), არამედ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ცენტრის ხელმძღვანელი მარიკა ვაჭარაძეა, რომელიც მანამდე მუშაობდა საგარეო...

დაწვრილებითDetails

მარტივი რიტუალი, რომ ახალი წლის ღამით საბედო დაგესიზმროთ

დეკემბერი 15, 2025
35
მთავარი

ასტროლოგი ახალ წლის ღამეს შესასრულებელ მარტივ რიტუალს გვიზიარებს, რომელიც, ადამიანს დაეხმარება მომავალი ცხოვრების თანამგზავრის დასიზმრებაში. რიტუალი ასეთია: საჭიროა ნებისმიერი ბეჭდის გაკეთება მარჯვენა ხელის არათითზე, იმ თითზე, რომელზეც ქორწინების ბეჭედს ატარებენ....

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

დეკემბერი 15, 2025
178
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთა ცხოვრება 2026 წელს სუფთა ფურცლიდან დაიწყება

დეკემბერი 15, 2025
132
მთავარი

წითელი ცეცხლოვანი ცხენის წელი არაერთ სიახლესა და ცვლილებას გვპირდება. ბევრი ადამიანისათვის ეს წარსულის საბოლოოდ ჩამოშორებისა და ყველაფრის თავიდან დაწყების პერიოდი იქნება, ზოგიერთს კი მოუწევს, სხვადასხვა გამოცდა გადალახოს და პიროვნულ განვითარებაზე...

დაწვრილებითDetails

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ყაზახეთის ახალი მიმართულება დაემატა

დეკემბერი 15, 2025
14
მთავარი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიამ Scat Airlines ყაზახეთის ქალაქ შიმქენთიდან პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. აღნიშნული მიმართულებით ავიარეისები რეგულარული იქნება და კვირაში ორჯერ - ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება. 15 დეკემბერს, შიმქენთი-თბილისი-შიმქენთის საჰაერო...

დაწვრილებითDetails

“ფინანსური სარგებელი” – როგორი იქნება 15-21 დეკემბრის კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დეკემბერი 15, 2025
65
მთავარი

კვირა მზისა და სატურნის დაძაბული კვადრატურით დაიწყება. ეს პერიოდი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დაბრკოლებებით ხასიათდება, წარმატებას მოუტანს იმ ადამიანებს, რომლებსაც პასუხისმგებლობების აღების არ ეშინიათ და საკუთარ მიზნებს ნაბიჯ-ნაბიჯ, გააზრებულად მიჰყვებიან....

დაწვრილებითDetails

განახლებული ვალუტის კურსი 16 დეკემბრისთვის

დეკემბერი 15, 2025
49
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6985 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

” საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას” – მიხეილ ყაველაშვილი

დეკემბერი 15, 2025
28
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილმა სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლა დაგმო, რომელსაც უკანასკნელი ინფორმაციით, 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მან ხანუქას დღესასწაულზე მომხდარ სროლას ტერორისტული თავდასხმა უწოდა და მსხვერპლთა ოჯახების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა. „საქართველო მკაცრად გმობს...

დაწვრილებითDetails

ავარია ზუგდიდი-ანაკლიის მაგისტრალზე

დეკემბერი 15, 2025
560
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ მაგისტრალზე -  სოფელ ახალკახათთან მანქანა გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგოა დაშავებული. "პირელების" ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».