16 ნოემბერს, საქართველო-უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, მატჩი ბათუმში გაიმართება, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.
“უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მეექვსე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ 19 ნოემბერს გამართავს. მატჩი ჩეხეთში, ქალაქ ოლომუეცში გაიმართება.
საქართველოს გულშემატკივრისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 1 ნოემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.
ბილეთის ფასი 13 ევროს ეკვივალენტი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია”, – აღნიშნულია საქართველოს ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.