LIVE TV
ოთხშაბათი, დეკემბერი 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ცნობილია, ლაგოდეხში უმძიმესი ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა – ვრცელდება მძიმე კადრები

დაპოსტა 2024/10/09-ში
307
ნახვა
გაზიარება

უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ ლაგოდეხში მოხდა. დიდი სიჩქარით მიმავალი “ბმვ”-ს მარკის ავტომანქანა საპირისპირო მიმართულებით მომავალ “მერსედესს” შეასკდა და შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, სამწუხაროდ, ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი დაშავებული კი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ექიმები ყველაფერს აკეთებენ დაშავებულების გადასარჩენად.

გარდაცვლილი ოლეგ ლომიძე და კახა კორაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩადუნიანში ცხოვრობდნენ. ისინი ლაგოდეხში მეგობართან დაბადების დღეზე მიდიოდნენ. ცოდნისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის სოფელი ჩადუნიანი და ვესაუბრეთ მერის წარმომადგენელს, ბატონ ზურაბ გამხარაშვილს:

– ძალიან მძიმე ამბავი მოხდა წუხელ, მთელი ღამე იქ გავათენეთ, სამწუხაროდ, ჩვენი მაცხოვრებლები არიან გარდაცვლილი ახალგაზრდები – კახა კორაშვილი და ოლეგ ლომიძე. სოფელ ჩადუნიანში ცხოვრობენ. ბიჭები მეგობართან დაბადების დღეზე სრულიად ფხიზლები მიდიოდნენ. სოფელ გელათთან, მთავარ ავტომაგისტრალზეა მომხდარი ეს დიდი უბედურება. ვინც დაეჯახა, ის მანქანა ლაგოდეხიდან აქეთ მოდიოდა, სტუმრები ყოფილან, გასვენებაში ჩასულები და იქიდან უკან ბრუნდებოდნენ. ლაგოდეხიდან მომავალი “ბმვ” დაეჯახა ლაგოდეხში საპირისპირო მიმართულებით მიმავალ “მერსედესის” მარკის ავტომობილს, რომელშიც ჩვენი თანასოფლელი ბიჭები ისხდნენ.

უმძიმესი სურათია, ორივე მანქანა ისეა დაზიანებული, იქ გადარჩენა შეუძლებელი იყო. მთელი ღამე გამოძიება მიდიოდა, ჩვენ ახლოსაც არ გვიშვებდნენ. გამოძიება დაადგენს ამ უბედურების მიზეზს. სამაშველომ მანქანები ამოიყვანა, უმძიმესი სანახავი იყო. ოლეგ ლომიძე ადგილზევე იყო გარდაცვლილი, კახა კორაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ კლინიკაში მიყვანამდე, სამწუხაროდ, გზაში გარდაიცვალა. მათთან ერთად მანქანაში მყოფი მესამე პირი, ალექსანდრე (ალიკა) ჭაბაშვილი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, ასევე, გადაიყვანა ის მძღოლიც, რომელიც მართავდა იმ მანქანას, რომელიც დაეჯახა ბიჭებს. ისიც ცუდად არის.

მერე ყველამ გადავინაცვლეთ საავადმყოფოში. ალექსანდრე ჭაბაშვილის გადაყვანა ოჯახს თბილისში უნდოდა, მაგრამ გადაწყდა, რომ იქვე გაკეთებულიყო ოპერაცია და წუხელ ჩაუტარდა – ელენთა ამოაჭრეს. ამ დრომდე ალიკას მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მთელი სოფელი ტირის, ძალიან დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. კახა და ოლეგი – ორივენი დაოჯახებულები იყვნენ, ორივეს ორ-ორი შვილი ჰყავს. ძალიან კარგი, მშრომელი ადამიანები. როგორც შევიტყვე, მანქანის მძღოლი, რომელიც დაეჯახა, სამეგრელოდან არის. როგორც ამბობენ, გასვენებაში ყოფილან, რაჭის უბანში, აფხაზეთიდან დევნილები არიანო. მოწვიმა წუხელ, ასფალტი სველი იყო, ეტყობა, სიჩქარეც იყო გადაჭარბებული, ალბათ, დაამუხრუჭა იმ მოსახვევში რომ შემოვიდა, მოუცურდა… საპირისპირო მიმართულებით მომავალ მანქანას დაეჯახა და გზის მეორე მხარეს გადავარდა. ზუსტ მიზეზებს სამართალდამცველები დაადგენენ.

იმ მეორე მანქანიდან კლინიკაში გადაყვანილია ერთი პირი. ეტყობა, მასაც მძიმე ტრავმები აქვს, თურმე, ხან ამბობს მარტო ვიყავიო, ხან ამბობს – ორნი ვიყავითო.

საშინლად დამტვრეულია მანქანები, მართვის კოლოფი, ძრავა, ყველაფერი. ოლეგი სოფელ გურგენიანიდან არის, მაგრამ ბოლო წლებია, ჩვენს სოფელში – ჩადუნიანში ცხოვრობდა. ორივე გამორჩეული კაცები იყვნენ, შრომობდნენ. ლომიძეს სათბურები ჰქონდა, ბაღჩეული მოჰყავდა, სოფლის მეურნეობას ეწეოდნენ,  კახასაც მიწები აქვს, საზამთრო მოჰყავდა, შრომაში იყვნენ სულ, უწესიერესი ბიჭები, პარალელურ ქუჩებზე ცხოვრობდნენ.

გლოვაა სოფელში, რაიონში, ძალიან დიდი უბედურება მოხდა. სამძიმარს ვუცხადებ ყველას.

ირმა კორაშვილი, კახა კორაშვილის ნათესავი:

– ძალიან მიჭირს კახაზე წარსულში საუბარი. წარმოუდგენელი ტრაგედიაა. ძალიან ყურადღებიანი და კარგი ადამიანი იყო. უბოროტო, მშრომელი, სიცოცხლით სავსე, უბანს რომ ახმაურებდა და სიცოცხლის ხალისი შემოჰქონდა, უყურადღებოდ და მოუკითხავად არ ჩაგივლიდა.

ძალიან დიდი ტკივილია.

კარგი ოჯახი ჰქონდა, ბედნიერად ცხოვრობდა. ორი შვილი დარჩა. დაბადების დღეზე მიდიოდა, მგონი, ნათლულის ოჯახში და ეს ტრაგედია დატრიალდა.

ყველანი განვიცდით ამ უმძიმეს ამბავს.

წყარო: კვირის პალიტრა

გაზიარება123

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისელი ლადო სანიკიძე ალპაგუტში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

დეკემბერი 9, 2025
105
მთავარი

17 წლის ქუთაისელი ლადო სანიკიძე ალპაგუტში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ლადომ 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში თურქი, ირანელი და აზერბაიჯანელი მეტოქეები დაამარცხა. ახალგაზრდა სპორტსმენი ფინალში თურქ მებრძოლთან დამარცხდა. როგორც ლადო სანიკიძე ,,მეგა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მასშტაბური ხანძარი ლიკვიდირებულია

დეკემბერი 9, 2025
354
მთავარი

მასშტაბური ხანძარი ქუთაისში ლიკვიდირებული.  გუგუნავას ქუჩაზე, საწარმო დაიწვა, სადაც  მეტალოპლასტმასისა და  სენდვიჩის პანელების საწყობებიც იყო განთავსებული. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ბრიგადები იმერეთის სხვადასხვა რეგიონიდან. მუშაობას აგრძელებნ ექსპერტ-კრიმინალისტები. ამ დროისთვის...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – ნახეთ განახლებული კურსი

დეკემბერი 9, 2025
83
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6996 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7005 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009...

დაწვრილებითDetails

ცნობილია რა იწვის ქუთაისში

დეკემბერი 9, 2025
2.7k
მთავარი

ქუთაისში ხანძარია. როგორც ცნობილია ცეცხლი სედვიჩის პანელების საწყობს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის უცნობია დაშავდა თუ არა ვინმე ხანძრის შედეგად. "მეგა ტვ" დამატებით დეტალებს არკვევს.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ხანძარია

დეკემბერი 9, 2025
2.5k
მთავარი

ქუთაისში გუგუნავას ქუჩაზე ხანძარია. როგორც ცნობილია ცეცხლი სედვიჩის პანელების საწყობში განჩდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის უცნობია დაშავდა თუ არა ვინმე ხანძრის შედეგად. "მეგა ტვ" დამატებით...

დაწვრილებითDetails

“შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერიც, მაგრამ 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე ვერ იძალადებს”- კობახიძე

დეკემბერი 9, 2025
53
მთავარი

თუ ცოტა ხართ, ამის გათვალისწინებით უნდა გამოხატოთ პროტესტი, თუ ბევრი - შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერიც, მაგრამ 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე ვერ იძალადებს, - ამის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ბიძინა კლდიაშვილი ალპაგუტში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

დეკემბერი 9, 2025
81
მთავარი

ქუთაისელი ბიძინა კლდიაშვილი ალპაგუტში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 16 წლის სპორცმენმა 80+ წონით კატეგორიაში თურქი, ერაყელი და ეგვიპტელი სპორცმენები დაამარცხა. ფინალში კი აზერბაიჯანელ მებრძოლს სძლია. როგორც ბიძინა კლდიაშვილი გვეუბნება ალპაგუტს უკვე...

დაწვრილებითDetails

” საქართველო წლებია მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს” – კობახიძე

დეკემბერი 9, 2025
19
მთავარი

საქართველო წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს - 2021-24 წლებში, ქვეყანამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8%, დააფიქსირა - 2025 წლის პირველი 10 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი...

დაწვრილებითDetails

“მშვიდობიანი პროტესტის გამართვა ისე უნდა შეძლო, რომ სხვას დისკომფორტი არ შეუქმნა!”- გურამ მაჭარაშვილი

დეკემბერი 9, 2025
13
მთავარი

მშვიდობიანი პროტესტის გამართვა ისე უნდა შეძლო, რომ სხვას დისკომფორტი არ შეუქმნა! - თუკი ვინმემ ისეთ ადგილას შეგზღუდა, სადაც აპროტესტებ და დისკომფორტს არავის უქმნი, კი ბატონო! რა თქმა უნდა, ჩვენც ვიტყვით, რომ...

დაწვრილებითDetails

ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოს მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა

დეკემბერი 9, 2025
23
მთავარი

ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ 2025 წლის რეიტინგი განაახლა, სადაც ეთერ ლიპარტელიანი ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს პირველი ნომერია. ქართველმა სპორტსმენმა 5751 სარეიტინგო ქულა დააგროვა და მეორე პოზიციაზე მყოფ იაპონელ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».