მეტროსადგურ ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმა პირმა ერთმანეთს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, ორივე მოქალაქე ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო