ისრაელის ჯარისკაცებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში 50-ზე მეტი ტერორისტის ლიკვიდაცია შეძლეს. ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის არმიის „ცაჰალის“ ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის არმიამ 50-ზე მეტი ტერორისტი და რაფაჰში თალ ალ-სულთანის რაიონში ტერორისტული ინფრასტრუქტურის ობიექტები გაანადგურა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
„ცაჰალის“ მტკიცებით, ერთ-ერთი ოპერაციის დროს ჯარისკაცებმა ტერორისტების დაჯგუფება შენიშნეს, რომელიც ისრაელის არმიაზე იერიშების მისატანად ემზადებოდა. დაზვერვამ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებს აცნობა. თვითმფრინავებმა მალევე იერიში მიიტანეს და ტერორისტები გაანადგურეს.