ადვოკატის თქმით, იმისთვის, რომ არ დადგეს ლეტალური შედეგი, აუცილებელია ყველა ღონის გამოყენება.
„დღეს მოვინახულებ მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საბოლოო დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე.
ცალსახაა, რომ მის ჯანმრთელობას აქვს სერიოზული პრობლემები.
ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ არასაპატიმრო დაწესებულებაში.
ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ არ დავუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ლეტალური ან სხვა მძიმე შედეგის დადგომა“, – აცხადებს დიტო საძაგლიშვილი.