ჩრდილოეთ კალიფორნიაში მასშტაბური ხანძარ “დიქსი” ისტორიის შტატში სიდიდით მეორე გახდა. ინფორმაციას AFP ავრცელებს.
8 აგვისტოს მონაცემებით, ხანძარმა 463,477 აკრი (187,562 ჰა) გაანადგურა, რომელიც ახლა ლოს-ანჯელესზე უფრო დიდ ტერიტორიას მოიცავს.
ხანძარმა “დიქსიმ” უკვე გაანადგურა 400-მდე შენობა და ახლა მას 5000 ადამიანი ებრძვის.
ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციისას 3 მეხანძრე დაშავდა.
ამასთან, უახლოეს დღეებში მეტეოროლოგები სიცხეებს პროგნოზირებენ, რაც ხანძრის გაჩენის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.