ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადაში, იუკონის ტერიტორიაზე, ბეწვიანი მამონტის გაყინული ნეშტი იპოვეს, – ამის შესახებ BBC წერს.
ცხოველი დაახლოებით 30 000 წლის წინ ცხოვრობდა. მისი სხეული ოქროს მაღაროში აღმოაჩინეს.
იუკონის მთავრობა განმარტავს, რომ ეს ყველაზე კარგად შემონახული მამონტია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში იპოვეს და მსგავსი აღმოჩენა მსოფლიოში მხოლოდ მეორეა (მსგავსი აღმოჩენა 2007 წელს ციმბირშიც იყო).