ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთში, ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ სახლს სავარაუდოდ ხელყუმბარა ესროლეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.