დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგებს აშფოთებს იმ ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა, რომელთა ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ ხერხდება.
პაატა იმნაძის განცხადებით, 300 კაციანი ქორწილების შედეგებს დღეს ვიმკით.
ნუ გასაგებია ქორწილებში, ქართველები ვართ და ყველა ვყოფილვართ ქორწილში, დისტანციას ვერ დაიცავ, მაგრამ არ არის აუცილებელი ყოფილიყო 300 კაციანი. ამ ყველაფრის შედეგებს ვიმკით.
ჯერჯერობით ჩვენი ძალები ყოფნის, საბედნიეროდ დღეს რაც არის შემთხვევები, უმეტესად არის მოძიებული კონტაქტები , თუმცა სამწუხაროდ უკვე ბევრი ჩნდება ისეთი შემთხვევები, როცა ინფიცირების წყაროები არ ვიცით, ეს გვაშფოთებს“,- განაცხადა იმნაძემ „ქრონიკას“ ეთერში.