ჩინეთში ორი დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ washingtonpost.com აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა სამხრეთ ცინხაიში მოხდა. ბიძგები 10 კილომეტრის სიღრმეში, ჩინეთის ცენტრში დაფიქსირდა.
მანამდე, სამხრეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციაში კიდევ ერთი დამანგრეველი მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგებმა 6.1 მაგნიტუდა შეადგინა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიის ზონაში მეორე დონის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიწისძვრის ზონაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებმა ნანგრევებიდან 9 დაშავებული პირი ამოიყვანეს.