”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ მზად ვიყოთ პირველი მარტისთვის” – ამის შესახებ ტორპედო ქუთაისის ახალმა მფლობელმა ფაბრიციო მანინიმ პირველ კონფერენციაზე განაცხადა.
”ჩემმა კომნიამ ინვესტირება ჩადო და შეიძინა ტორპედი.ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დღეს ჩვენ აქ ვიმყოფრბით, ამ კლუბში, რომელიც ძალიან დიდი ტრადიციების მატარებელია. ჩვენ ძალიან მცირე დრო გვაქვს რომ პირველი მარტისთვის მოვემზადოთ, როგორც მოგეხსენებათ პირველი მატჩი არის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ მზად ვიყოთ.
ტორპედოს ეყოლება ახალი სოციალური მედია მენეჯერი,რომელსაცამ ამ კუთხით 30 წლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გუნდი საერთაშორიშო სტანდარტებით იყოს მომზადებული სოციალური მედიის კუთხით.” – განაცხადა ფაბიო მანინიმ.
მან დღეს ტორპედო ქუთაისის ახალი მთავარი მწვრთნელი მიხეილ აშვეთია წარადგინა.
ისეთ ვებსაიტს შევქმნით, რომელიც იუვენტუსისაზე უკეთესი იქნება – ტორპედოს ახალი მენეჯერი