„პრეპარატს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ აშშ–ის FDA–მ გუშინ დაამტკიცა, ჩვენ თვენახევარია, ვიყენებთ“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„გუშინ გამოქვეყნდა საფრანგეთის რეკომენდაციები, რომლებშიც ფრანგები „პლაქვენილს“ [„ჰიდროქსილქლოროკინი“] ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად ასახელებენ. გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ექსპერტების რჩევის საფუძველზე როგორც პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ პრეპარატის გამოყენება ლეგიტიმური გახდეს. ამის მოსმენის შემდეგ ჩვენ სამსახურში მცირე ზეიმიც კი გვქონდა, იმიტომ რომ, იმას, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ თვენახევარია ვაკეთებთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.