LIVE TV
სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ჩვენ კვლავაც წარმოვჩინდით მსოფლიო რუკაზე-ნათია თურნავა

დაპოსტა 2021/07/27-ში
63
ნახვა
გაზიარება

“ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. იუნესკო-ს კომიტეტმა ჩვენს კოლხურ დაბლობს, ჩვენს ჭარბტენიან ტერიტორიებს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ეს არის ოთხი დაცული ტერიტორია, ოთხი ეროვნული პარკი.

მსოფლიოში 200-ზე ცოტათი მეტი ტერიტორია არის აღიარებული უნიკალურ ბუნებრივ ძეგლად, უნიკალურ ბუნებრივ მემკვიდრეობად იუნესკო-ს მიერ, მათ შორის არის მართლაც ისეთი უნიკალური ძეგლები, რომლებიც ამ ქვეყნებისთვის უზრუნველყოფს ძალიან მნიშვნელოვან ტურისტულ ნაკადს.

დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ტურიზმი განიცდის ყველაზე მეტ დარტყმას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი, ძალიან მნიშვნელვანი გადაწყვეტილებებით შევუქმნათ მომავალი ჩვენს ტურიზმს, შევუქმნათ ძალიან სწრაფი აღდგენის გარანტია. ჩვენ კვლავაც წარმოვჩინდით მსოფლიო რუკაზე, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს უნიკალური ტრადიციები, უნიკალური ისტორია, უნიკალური ბუნება. სამთავრობო გუნდი ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, რათა დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა განვითარდეს.

პირველ რიგში ეს ნიშნავს სამუშაო ადგილებს იმ რეგიონებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრობს ეროვნული პარკების მახლობლად, ვინც ქმნის იმ გარემოს, რომელსაც დიდი სიამოვნებით სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები.

ეს ასევე ნიშნავს ეკოტურიზმის განვითარებას. თქვენ ამ დღეებში მომსწრენი იყავით მთავრობის, ჩვენი გუნდის სხვადასხვა წევრის 10-წლიანი სტრატეგიის პრეზენტაციების და ჩვენი, ეკონომიკის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით მოვამზადეთ, არის სპეციალური მხარდაჭერის პროგრამები ეკოტურიზმისა და აგროტურიზმისთვის. ეს არის გრანტების პროგრამა, ეს არის სესხებზე სუბსიდირების პროგრამა, რომელიც მეტად დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ასეთი უნიკალური ბუნების ძეგლების ირგვლივ გააშენოს მცირე სასტუმროები, მცირე ფერმერული მეურნეობები, მცირე კვების ობიექტები. ისეთი ობიექტები, რაც მოიზიდავს ჩვენთან საერთაშორისო ვიზიტორებს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ჩინეთის ქალაქ ფუჟოუში, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

გაზიარება25

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზარდა – “საქსტატი”

დეკემბერი 16, 2025
37
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა. ამის შესახებ „საქსტატის“...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

დეკემბერი 16, 2025
25
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბელორუსის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ი.კ. და 2005...

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

დეკემბერი 16, 2025
4
მთავარი

რთული მეტეოროლოგიური პირობების, ინტენსიური თოვის, ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და  საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე გააძევეს

დეკემბერი 16, 2025
1
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე...

დაწვრილებითDetails

“ჩამორთმეული მართვის მოწმმობის ვადამდე აღდგენის შესაძლებლობა იძლევა”- სიახლე

დეკემბერი 16, 2025
69
მთავარი

მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომელიც ჩამორთმეული მართვის მოწმმობის ვადამდე აღდგენის შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, უქმდება ის ნორმები, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს შესაძლებლობას აძლევს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს....

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 3000 ლარამდეა! – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებს

დეკემბერი 16, 2025
11
მთავარი

ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ გაანადგურებენ...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

დეკემბერი 16, 2025
8
ამინდი

16 დეკემბერს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +10 და ღამით +3 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4...

დაწვრილებითDetails

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დეკემბერი 16, 2025
214
მთავარი

ვერძი ნუ შეგაშინებთ ბარიერები და დაბრკოლებები, ორიენტირდით მომავალზე, პოზიტიური განწყობა წარმატების წინაპირობაა. კურო კარგად გათვალეთ დღის გეგმები, მზად იყავით, ნებისმიერ მომენტში, შეიძლება, გამოჩნდეს ახალი პერსპექტივები, რომელიც თქვენს მიზნამდე მარტივად მიგიყვანთ....

დაწვრილებითDetails

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

დეკემბერი 15, 2025
90
მთავარი

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა. შესაბამის ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს სოციალურ ქსელში. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ბრძანებაში, რომელიც პატრიარქის ხელმოწერით ვრცელდება, ნათქვამია, რომ არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება საეკლესიო კანონიკური ეთიკის...

დაწვრილებითDetails

დეკემბერი 15, 2025
12
მთავარი

„საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისში — ამჯერად არა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), არამედ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ცენტრის ხელმძღვანელი მარიკა ვაჭარაძეა, რომელიც მანამდე მუშაობდა საგარეო...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».