გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს შეხვდა. ვაშაძემ ქუთაისის განვითარების მისეულ ხედვაზე, ასევე განათლებასა და სამართალდამცავ სისტემაში რეფორმების გატარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ბოდიშს ვიხდით, ჩვენ გვქონდა შეცდომები და ამ შეცდომებზე ვისწავლეთ, მათი შედეგი გარკვეულ წილად საკუთარ თავზე გამოვცადეთ ახლა კი წინ უნდა წავიდეთ “განაცხადა მან.
გრიგოლ ვაშაძის თქმით მინიმუმ 30% მათ სიაში ქალები იქნებიან. “ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ფემიციდის წინააღმდეგ. მხარს ვუჭერთ გენდერულ კვოტირებას.”- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.