“ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და ემუქრება, მარშის ჩაშლის შემდეგ კაბინეტში მას მიადგება.
“თუ სადმე დაანონსდება და გავიგებთ, ჩვენ ჩვენი ძალებიდან ნახევარს იქ წავიყვანთ. ჩვენ წავალთ ნებისმიერი აქტივობის ჩასაშლელად. მინდა პრემიერი გავაფრთხილო, ჩვენ არ ვხუმრობთ. ჩვენ მივდივართ, რომ ფიზიკურად ჩავშალოთ. შემდგომ მივადგებით მას კაბინეტში, თუ მოხდება ძალადობა ქართველ ერსა და ბერზე. ჩვენ, ქართველი ერი და ბერი ნებისმიერი სიბუნძურის პრაიდს ვშლით,” – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარება შესთავაზა.