ქუთაისში ტურიზმის სფეროს წარმოადგენლებმა აქცია გამართეს. მათ ფრენების აღდგენა და საკარანტინო დროის გაუქმება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს რომ დაპაუზებული ტურისტული სექტორის კვლავ ამუშავება მნიშვნელოვანია არა მარტო მათთვის, ამ სფეროში დასაქმებულთათვის არამედ ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისათვის.
„ჩვენ არ გვეჯარა მთავრობის დაპირებების, ჯერ 1 ივნისიდან, შემდეგ 1 ივლისიდან, სექტემბრიდან ახალ კი ოქტობრიდან გვპირდებიან ფრენების აღდგენას. იქნებ წელი მაინც მიუთითონ”-აღნიშნეს იუმორით აქციის მონაწილეებმა.