მმართველი პარტია შეთანხმების ჩარჩოებში თუ დაბრუნდება, შესაძლებელია, ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი მოაწეროს მიშელის შეთანხმებას. ამის შესახებ ენმ-ის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, განაცხადა.
მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა არ გახდება “განხეთქილების ვაშლი”.
“თუ ქართული ოცნება დაბრუნდება შეთანხმების ჩარჩოებში, ნაციონალური მოძრაობა იმსჯელებს, მიუერთდეს. შეიძლება ხელი მოვაწეროთ, გააჩნია პირობას.
თუ ერთადერთი შემზღუდავი ფაქტორი ამ ყველაფერში ნაციონალური მოძრაობაა, რომ ქართული ოცნება დაუბრუნდეს ამ დოკუმენტს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავხდებით ამ პროცესში “განხეთქილების ვაშლი” და ბუნებრივია, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, მაგრამ ქართული ოცნება უპირველეს ყოვლისა უნდა დაუბრუნდეს ამ შეთანხმების ჩარჩოებს, რაზეც ეჭვი მეპარება.
ჯერჯერობით ქართული ოცნებიდან ვერანაირ სიგნალს ვერ ვხედავ, გარდა ვითარების გაუარესებისა, რომ ის აპირებს ამ შეთანხმების ჩარჩოებს დაუბრუნდეს. განცხადებები, ჩვენ რაც გვესმის, სრულიად არაადეკვატურია”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.