LIVE TV
კვირა, თებერვალი 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

The Telegraph-ი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს

დაპოსტა 2020/08/12-ში
152
ნახვა
გაზიარება

„ჩვენს უნივერსიტეტებს გადარჩენასა და COVID-ის შემდეგ განვითარებაში ფილანტროპია დაეხმარება“ – ამ სათაურით გამოცემა Telegraph-ში გამოქვეყნდა ბრაიან სტურგესის სტატია, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტის შესახებ საუბრობს.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ფონდი „ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის ხედვა, რომ დააფინანსონ ასეთი ამბიციური საგანმანათლებლო პროექტი, მიუთითებს ქვეყნის განვითარებისკენ სწრაფვაზე და ის ასევე გზამკვლევია დიდი ბრიტანეთისთვის.

„ბრიტანეთის განათლების სექტორში პოსტ-ბრექსიტის სამყაროს შიშისა და შესაძლებლობების ნაზავით აღიქვამენ. შიში ხშირად მიმართულია ევროკავშირის 2021 წლის დაფინანსების შედეგებზე: პროგრამები, როგორიცაა Erasmus Exchange, შეიძლება, უფრო რთულად მისაწვდომი იყოს ბრიტანეთის ინსტიტუტებისთვის 2020 წლის დეკემბრის შემდეგ.

განათლების სექტორი უკვე დიდი და წარმატებული საექსპორტო შემოსავლის მიმღები და საკმაოდ დახვეწილი მომსახურების ეკონომიკის მნიშვნელოვანი სეგმენტია. ევროპა მნიშვნელოვან ბაზრად დარჩება, მაგრამ სექტორის წარმატება მეტწილად განაპირობა ზრდა-გაფართოებამ აზიაში, შუა აღმოსავლეთსა და მსოფლიოს სხვა სწრაფად მზარდ რეგიონებში.

თუმცა, ეს წარმატება მნიშვნელოვანი დაბრკოლების წინაშე დგას: უპრეცედენტო პანდემია, თანმდევი გლობალური რეცესია და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური მიდგომის ტრანსფორმირება ჩინეთის მიმართ, რომლის მოქალაქეების მხრიდან განათლების სფეროში მიღებული შემოსავალი წელიწადში 4 მილიარდ გირვანქა სტერლიგნს უტოლდება. გარდაუვალია უცხოელი სტუდენტების რიცხვის მნიშვნელოვანი კლება: როგორ შეინარჩუნებენ (ან ჩაანაცვლებენ) გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტები დაკარგულ შემოსავალს?

პასუხი კი არის პროაქტიულობა. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 2019 წლის მარტში წარადგინა საერთაშორისო განათლების სტრატეგია, რათა დაეკავშირებინა სექტორი საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტისა და საგარეო და თანამეგობრობის ოფისის სავაჭრო და დიპლომატიურ პოლიტიკასთან.

ეს იმედისმომცემი დასაწყისია. თუმცა, მთავრობა ვერ გააკეთებს ყველაფერს შესაფერისი გარემო პირობების უზრუნველსაყოფად. განათლების სრული ექსპორტის პოტენციალის რეალიზება დიდ ბრიტანეთში მხოლოდ კერძო სექტორის ჩართულობით არის შესაძლებელი. სექტორის წვდომისა და ჩართულობის გაუმჯობესება, კერძო დაფინანსება და ქველმოქმედება უმთავრესია. დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების ვარსკვლავური გლობალური რეპუტაცია ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს მასშტაბით ბევრი კერძო თუ საქველმოქმედო ორგანო დაინტერესდება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ახალი პარტნიორობის მოძიებით.

შეერთებული შტატები დიდი ხანია გზას კვალავს განათლების სფეროში ქველმოქმედების შეტანასა და კერძო პარტნიორობაში. მრავალი სხვა პატარა ქვეყანა კი ახლა ვითარდება ინოვაციებითა და დაფინანსების ახალი მოდელებით. საქართველოში, ახალი ამბიციური პროექტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სხვადასხვა დისციპლინის შეთავაზებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და წინსვლას. KIU-ის მიზანია, შექმნას მაღალი კვალიფიკაციის მქონე, მაღალანაზღაურებადი კადრები ქართველთა მომავალი თაობებისთვის და გაზარდოს ქვეყნის პროდუქტიულობა და ეკონომიკური აქტივობა.

ეს არის განვითარებად ქვეყნებში ერთ-ერთი მრავალ პროექტთაგანი, რომელიც ხაზს უსვამს კერძო დაფინანსებისა და ქველმოქმედების სარგებელს. საქართველო ინსტიტუციონალურად ინოვაციური ქვეყანაა, რომელმაც ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალი სხვა ნაწილისაგან განსხვავებით, სწრაფად აუწყო ფეხი ბიზნესის სასიკეთოდ მიმართულ ანტიკორუფციულ ძალას თავისი ეკონომიკის გასაფართოებლად. ფონდი ქართუსა და ბიძინა ივანიშვილის ხედვა, რომ დააფინანსონ ასეთი ამბიციური საგანმანათლებლო პროექტი, მიუთითებს ქვეყნის განვითარებისკენ სწრაფვაზე. ის ასევე გზამკვლევია დიდი ბრიტანეთისთვის.

დიდ ბრიტანეთს ჰყავს მილიარდერი და მილიონერი ქველმოქმედების საკმაოდ დიდი რაოდენობა: შეიძლება მათ სურვილი ჰქონდეთ, ითანამშრომლონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, KIU-ს მიერ შემოთავაზებული მოდელის გამოყენებით? ბუკინგემის უნივერსიტეტი, სადაც ვასწავლი ეკონომიკისა და საერთაშორისო კვლევების დეპარტამენტში და ბიზნეს სკოლაში, არის არაკომერციული კერძო დაწესებულება და ქვეყნის კერძო უნივერსიტეტებს შორის უძველესი.

ბუკინგემი დაარსდა 1973 წელს, როგორც ბუკინგემის საუნივერსიტეტო კოლეჯი (UCB). სახელმწიფო დაფინანსების არმქონე ბუკინგემმა მრავალი შესაძლებლობის მოძიება შეძლო და 2018 წელს გახსნა 8 მილიონი ფუნტის ღირებულების ვინსონის ეკონომიკისა და მეწარმეობის ცენტრი, რომელიც პირველი ასეთი ტიპის ცენტრია დიდ ბრიტანეთში.

დიდ ბრიტანეთში, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სხვა ქვეყნების მსგავსი, ან ჩვენი ზომისა და არსებული რეპუტაციის გათვალისწინებით, კიდევ უფრო დიდი ამბიციები. ჩვენ ახლა უნდა დავგეგმოთ Covid-19-ის შემდგომი მსოფლიო და უცხოელი სტუდენტების კონტრიბუციაში პოტენციურად დიდი ვარდნის პერიოდი. ძნელია, ვიფიქროთ უკეთეს სტრატეგიულ ინვესტიციაზე ბრექსიტის შემდგომი დიდი ბრიტანეთისთვის ვიდრე მილიარდობით საქველმოქმედო ფუნტის შემოდინებაა ახალი კვლევების, სწავლებისა და საერთაშორისო ექსპანსიის საშუალებით. ქველმოქმედების, კერძო სექტორისა და ჩვენი მსოფლიო დონის უნივერსიტეტების ახალი პარტნიორობა კი ამ გეგმის განხორციელების გზა არის“, – წერს ბრაიან სტურგესი.

გაზიარება68

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

თებერვალი 7, 2026
26
მთავარი

პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების მიერ...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია პირველისა და ტაბულას მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის (ირაკლი ნადირაძე, ირაკლი ქერაშვილი და გურამ მირცხულავა) სატელეფონო ზარების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში,ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვაწეობას მიეძღვა

თებერვალი 7, 2026
16
მთავარი

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან 200 და გარდაცვალებიდან 130 წელი გავიდა. 7 თებერვალს წმინდანის ხსენების დღე აღინიშნება. წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ ქართველი...

დაწვრილებითDetails

„საქართველოს განვითარების ფონდი“ შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ და ჩამოყალიბდება ერთიან სუბიექტად – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
12
მთავარი

არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა" და პროგრამის „აწარმოე საქართველოში" შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ორი უწყება გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება...

დაწვრილებითDetails

დებატები საზოგადოების ერთიანობას ემსახურება – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

ჩვენი ამოცანაა საზოგადოების ერთიანობა და დებატების მიზანი ამას ემსახურება, გვინდა, ერთად დავსხდეთ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებთან ერთად და ვცადოთ ჭეშმარიტების დადგენა ყველა თემასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

“დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაშია ” – კობახიძე

თებერვალი 7, 2026
12
მთავარი

დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის თვისებრივად, არსებითად გამოსწორება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს...

დაწვრილებითDetails

“ყველამ ერთად: ხელისუფლებამ, ბიზნესმა, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე”-პრემიერი

თებერვალი 7, 2026
13
მთავარი

ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ამას მიბაძავენ სხვა კომპანიებიც, ჩვენ ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც და რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების...

დაწვრილებითDetails

„სუპერმარკეტის კონსულტანტი ცივი იარაღით დაჭრა“ – დაკავებულია 16 წლის პირი

თებერვალი 7, 2026
757
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2010 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით

თებერვალი 7, 2026
60
მთავარი

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად...

დაწვრილებითDetails

ამ ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარეს 3-ჯერ გაზრდით

თებერვალი 7, 2026
20
მთავარი

სახლში ინტერნეტის სიჩქარე რომ გაზარდოთ, რამდენიმე ხრიკი გამოიყენეთ. 1. სახლის ცენტრში დადეთ როუტერი, რომელიც Wi-Fi-ს ავრცელებს, ბინის ცენტრში უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ტალღები თანაბრად გადანაწილდება და სახლის ყველა კუთხეს მიწვდება...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».