,,დღეს ჩვენს დეპარტამენტს კიდევ ერთი ტკივილიანი დღე გაუთენდა. დაგვტოვა ბევრი ჩვენგანის მასწავლებელმა და ყველა ჩვენგანის დიდმა მეგობარმა ციცინო ბაბუხადიამ.
მისი ღრმა ცოდნა და დიდი ინტელექტი, დახვეწილი მხატვრული გემოვნება და ერუდიცია, რაც მთავარია, მისი უსაზღვრო სიყვარული ადამიანებისადმი სამაგალითო იყო და იქნება ჩვენთვის.
გვიჭირს წარმოდგენა, რომ უნდა დავემშვიდობოთ ყველა სტუდენტის თუ ლექტორის დიდ გულშემატკივარს, უდიდესი ტკივილის მატარებელ და მაინც სულ ენთუზიაზმით სავსე ადამიანს.
ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი თანაუგრძნობს ოჯახს და უახლოეს მეგობრებს.”-ნათქვამია წერეთლის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.