“როცა ყვავილის ვაქცინა შექმნა ჯენერმა, თავიდან ის ვაქცინაც არ იცავდა 100%-ით ადამიანებს დაინფიცირებისგან, უბრალოდ იცავდა ყვავილას მძიმე ფორმებისგან! კაი ერთი ბუთქუნა საუკუნის განმავლობაში აცრა ტარდებოდა ორჯერადად, 10 წლის შუალედით. ეს მხოლოდ მე-20 საუკუნის ბოლოს შეძლო კაცობრიობამ ყვავილის სრულად აღმოფხვრა. ჩემმა ძალიან ჭკვიანმა მეგობარმა, თეა ალიბეგაშვილმა, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია, არქივში მოიძია 60-იანი წლების საგაზეთო სტატია, (დისერტაციაზე მუშაობისას არქივის მასალებს იკვლევს), რომელშიც ქართველებს მოუწოდებენ, აიცრან, რადგან თურმე მაშინაც ეჭვის თვალით უყურებდნენ ქართველები ვაქცინას და მიუხედევედ იმისა, რომ ინტერნეტით არ ხდებოდა ვაქცინის საწინააღმედგო ჭორების სიმართლედ შესაღება და ამ მიმართულებით უმეცარ არაპროფესიონალთა პროპაგანდა პროფესიონალების წინააღმდეგ, მაინც არავინ იცრიდა, რადგან მითქმა-მოთქმა უმალ ვრცელდებოდა თბილისში!
მე მაშინ დაბადებულიც არ ვიყავი, მაგრამ ჩვენი მშობლების თაობისთვის დეჟავუა დღევანდელი სიტუაცია…
მკლავზე დავიხედე – დღემდე მაქვს ერთი პაწაწინა ყვავილი დასტურად, რომ ჩემი ოჯახი მაშინაც მაღალი შეგნებით ხვდებოდა ამ პროცესს…. მეორე ყვავილი მკლავზე აღარ მაქვს – ჩემს თაობას უკვე აღარ დასჭირვებია!” – წერს სოციალურ ქსელში მარიკა ბერძენაძე.