ბელარუსში, ქალაქ გომელში რადიაციული მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში 7 ავტობუსით რუსი სამხედროები მიიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩერნობილის ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მოხალისე იაროსლავ ემელიანენკო ბელორუსულ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სავარაუდოდ არსებობს ეჭვი, რომ რუსი სამხედროები რადიაციით დაბინძურდნენ.
წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩერნობილის რადიაციით დაბინძურებულ ტერიტორიაზე, ე.წ. წითელ ტყეში რუსი სამხედროები სპეციალური აღჭურვილობის გარეშე გადაადგილდებოდნენ.