ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“დღეს სალომე ზურაბიშვილმა ჩემს თვალში მიიღო საპრეზიდენტო ლეგიტიმაცია”, – წერს გია ხუხაშვილი.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ყურადღება რამდენიმე თემაზე გაამახვილა.
პრეზიდენტის თქმით, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საქართველოს მეორე მთავარი გამოწვევა ევროპული გზაა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.
“იმისათვის, რომ უცხოეთისგან პატივისცემა დავიმსახუროთ, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენ სიტყვას პატივს, ესე იგი ნაკისრ ვალდებულებებს უნდა ვასრულებდეთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე