რას ნიშნავს პროფესია ჰაუსმაისტერი – სიახლე საქართველოში – გადაცემის “შუადღე ქუთაისში” სტუმრები: ლიკა კილაძე – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, კრისტიან ტომასი – ტრენერი, ტრენინგის მონაწილე და თარჯიმანი ნუგეშა გაგნიძე
პროექტი „ჩემი სახლის მმართველი – მომავლის მშენებლობისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციის: „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“ (CHCA) მიერ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ხორციელდება. პროექტის მიზანია ზრუნვაზე ორიენტირებული ახალი სერვისების მხარდაჭერა და ჰაუსმაისტერის (შენობა-ნაგებობათა ტექნიკური მენეჯერი) პროფესიის დანერგვა საქართველოში.
პროექტის სამიზნე ჯგუფები ახალგაზრდები, პროფესიული კოლეჯებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენლები, ასევე გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან. პროექტში ჩართულმა ახალ