მოდელი და ინფლუენსერი ალექსანდრა პაიჭაძე ცხენზე სრულიად შიშველი ამხედრდა და თამამი ფოტოსესია მოიწყო. ფოტოებს მოდელი “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და გამომწერებს გამოცდილებასაც უზიარებს.
“აი, გპირდებით, ამ ცხოვრებაში, მხოლოდ ლამაზის, საუკეთესოს და ყველაზე ძვირფასის ძიებაში თუ იქნებით, აუცილებლად გახდება ეს ყველაფერი თქვენი ყოველდღიურობისთვის ნორმა…… ისევე როგორც, თუ ცუდს, ნეგატიურს, ნაკლიანს, უარესს ეძებთ, ამას მიიღებთ სულ…
წუწუნს კი აზრი არ ექნება, სარკესთან კი ბატონო, თქვენსავე აზრებს თუ ეწუწუნებით…. ვცვლით აზროვნების ხარისხს, (რა ჭაობშიც ახლა არუნდა ვიყოთ) იცვლება ჩვენივე რეალობა…… მართლა იცვლება….
მყავს მოწმეები, გამოდით და Უთხარით ყველას, რომ იცვლება, მომბეზრდა, ნაგვით სავსე და ორმოებით სავსე ქალაქში ცხოვრება, ჩემი წარმოსახვა და ენერგია, სულ სხვა რამეს მაჩვენებს…
ნუთუ ასეთი სუსტები ვართ, რომ ამ ვითარებაში უნდა ვიცხოვროთ მთელი ცხოვრება? მე მენანება ჩემი ძვირფასი თავი ამისთვის…..
ჩემი ოცნების კადრი გადავიღე, ყინვაში და ზამთარში, როგორც იქნა…….. მითხარით რომელი, ფერადი, თუ შავთეთრი? კიდევ ავტვირთო!? ერთმანეთზე საოცარი და გიჟურებია” – წერს ალექსანდრა.
ალექსანდრა პაიჭაჯეს ოცნების ფოტოები ქუთაისელმა ფოტოგრაფმა ამიკო ბერიძემ გადაუღო. ის უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს და მის შემოქმედებაში არაერთ საინტერესო ნამუშევარს იხილავთ, მათ შორის ალექსანდრა პაიჭაძის უახლეს ფოტოებს.
ასევე დაგაინტერესებთ: