ვირტუოზი ქართველი მუსიკოსი ცოტნე ზედგინიძე იუბილარია. მას 14 წელი შეუსრულდა.
კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი ცოტნეს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ემოციურად ულოცავს.
როგორც პოსტიდან ირკვევა, ქართველი პიანისტი დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავს გერმანიაში, სადაც ფესტივალის ფარგლებში იმყოფება.
„დღეს ჩემი ყველაზე გენიალური მეგობარი 14 წლის გახდა! ბედნიერი ვარ რომ მყავს მე, გვყავს ჩვენ მთელს საქართველოს და ჰყავს პლანეტას, როგორც უმაღლესი ნიჭიერების სიმბოლო! ♥️
HAPPY BIRTHDAY , ცოტნე.
P.s. ახლაც უმნიშვნელოვანეს ფესტივალზეა გერმანიაში, შლოს ელმაუში, მსოფლიოს წამყვან მუსიკოს-შემსრულებლებთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადღების ეპიცენტრში და დღეს იქვე საზეიმო ვახშმით აღნიშნავენ მის დაბადების დღეს“!- წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.