“რად მინდა იახტა, ან თვითმფრინავი, როცა გარშემო უამრავი ბავშვი საჭმელზე ოცნებობს. ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, რომ სისულელეებზე დროს ვერ დავკარგავ. როგორც კი მეცოდინება, რომ დედამიწაზე აღარავის შია, არავის არ აქვს პრობლემა მკურნალობის, აი მაშინ ვიყიდი იახტას და თვითმფრინავს, ძალიან დიდს. გავფრინდები იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ ადამიანებს. ჩავსვამ ჩემს თვითმფრინავში ბავშვებს, ჩავაფრენ ჯერ დისნეი ლენდში და მერე იახტით გავცურავთ მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ. ზუსტად ვიცი რისთვის მომცა ღმერთმა ნიჭი და რისთვის დამეხმარა, რომ წარმატებული და მდიდარი გავმხდარიყავი. ვიცი და ვაკეთებ იმას, რასაც ის ჩემგან ელოდება. ჩემთვის სიხარული და ფული ერთმანეთს არ უკავშირდება. “ – კიანუ რივზი ჰოლივუდის ცნობილი და წარმატებული მსახიობია, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი ტრაგიკული შემთხვევის გადატანა მოუხდა .
მას არ აქვს სასახლე, ცხოვრობს როგორც ყველა არენდით, ჩვეულებრივ ბინაში, ყოველგვარი ფუფუნების გარეშე. არ ჰყავს მანქანა, დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თვლის რომ უბედნიერესი ადამიანია. მთელს ფულს ხარჯავს ქველმოქმედებაზე ” –
კიანუ 3 წლის იყო, როდესაც მამამ ოჯახი მიატოვა. თინეიჯერობის ასაკში 4 სხვადასხვა სკოლის გამოცვალა მოუწია, რადგან სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
23 წლის ასაკში, თავისი საუკეთესო მეგობარი, ამერიკელი მსახიობი რივერ ფენიქსი ნარკოტიკის ზედოზირების გამო დაეღუპა. შემდეგ, მას ურთიერთობა ჰქონდა ჯენიფერ სიმთან, რომელიც დაორსულდა, თუმცა ნაადრევად იმშობიარა. ბავშვი დაიღუპა, ხოლო ჯენიფერი 1 წლის შემდეგ ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.
მოგვიანებით, კიანუს დას ლეიკემია დაუდგინეს. ის გამოჯანმრთელდა, კიანუმ კი ფილმ “მატრიცა”-დან შემოსული თანხის 70% ლეიკემიით დაავადებულთა დასახმარებლად გადარიცხა. მიუხედავად ამისა, კიანუს არ უყვარს საკუთარ ქველმოქმედებაზე ხაზგასმა. ის ფარულად ბავშვთა საავადმყოფოებსაც აფინანსებს. 2009 წელს, Ladies’ Home Journal-თან ინტერვიუში მან თქვა: “მე მაქვს კერძო ფონდი, რომელიც ბავშვთა საავადმყოფოებს და კიბოსთან დაკავშირებულ კვლევებს აფინანსებს. მე არ მიყვარს ჩემი სახელის მიწერა ამ ყველაფერთან. ფონდი იმას აკეთებს, რაც უნდა გააკეთოს.”
კიანუ ასევე დათანხმდა ჰონორარის შემცირებას ფილმებში “ეშმაკის ადვოკატი” და “დუბლიორები”, რათა რეჟისორებს შესძლებოდათ ისეთი მსახიობების მოწვევა, როგორებიც არიან ალ პაჩინო და ჯინ ჰეკმენი.