ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოსტს აზიარებს და მას მადლობას უხდის.
“Mikheil Saakashvili Nick Kipshidze მადლობა სასიამოვნო შეხვედრისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ეს შეფასება. ვეცდები ყოველთვის ვიყო იქ სადაც ადამიანებს სტკივათ.
მიყვარს ჩემი პროფესია, რადგან საშუალებას მაძლევს ადამიანებს ტკივილი შევუმსუბუქო, სიცოცხლე შევუნარჩუნო, ცხივრება გავუადვილო. ვეცდები არასდროს ვუღალატო ფიცს რომელმაც კარდიოლოგიაში მომიყვანა.
მამას შევპირდი საფლავთან, ბოლოს რომ მოვეფერე, რომ გავხდებოდი კარდიოლოგი და სხვების გულებს ვიხსნიდი გაჩერებისგან. მისი გული რომ გაჩერდა მე მხოლოდ 14 წლის ვიყავი.
ვეცდები არასდროს გავუცრუო მოლოდინები მათ ვისაც ვეიმედები”, – წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.