ქუთაისში მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისი დაარბიეს. ადგილზე ჩამსხვრეულია მინა, რომელიც გვიან ღამით შენიშნეს. შემთხვევისას ადგილზე არავინ იმყოფებოდა.
ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომელსაც ბოლო დღებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ.