ქუთაისში, ფოსტის ყოფილი შენობის სახურავი ჩამოიშალა – ამის შესახრბ სოციალურ ქსელში მოქალაქე წერს და ადგილობრივ თვითმმართვრლობას მიმართაბს.
,,მე-9 სკოლის წინ მდებარე შენობა ინგრევა ,ამ წუთას ჩამოიშალა მთელი სახურავი!
ამ გზაზე ყოველდღე მოძრაობენ ბავშვები და სტუდენტები. არცერთი დამცავი, არცერთი გაფრთხილება!„გლოვოს“ კურიერს თავზე დაეცა აგურის ნატეხი.
რას ელოდებით?! უბედურ შემთხვევამდე ვერ გადიხართ კაბინეტებიდან?! სიკვდილს ელით?!ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall” – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე.
ცნობისთვის, ქუთაისის ფოსტის ისტორიულ შენობაში, გასული წლის აპრილში ხანძარი ორჯერ გაჩნდა. დაიწვა შენობის მეორე სართული, რომელიც წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი.