LIVE TV
ხუთშაბათი, დეკემბერი 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ჩასულებს შემზარავი სურათი დაგვხვდა, გაგვქურდეს – ფერმერი ბაღდათიდან

დაპოსტა 2020/11/24-ში
889
ნახვა
გაზიარება

ჩამოვედით სოფლის მეურნეობის ასაყვავებლად, ამათმა ყველაფერი წაიღეს და აღარაფერი დამიტოვეს – ირაკლი ამირანაშვილი დახმარებას ითხოვს. მას ვანის სოფელ შუამთაში იონჯას (ძროხის ბალახის) მოსავალი გაუთიბეს და მოპარეს. როგორც ფერმერი “მეგა ტვ”-ს უყვება მინდვრების ახლოს მოსახლეობა არის, საქონელიც დაჰყვათ და ეს ფაქტი ვინმეს აუცილებლად უნდა დაენახა. მისივე თქმით ტექნიკის გარეშე მოსავლის მოპარვას ვერავინ მოახერხებდა. ირაკლი ამირანაშვილის თქმით ზარალი დიდია და ბანკის ვალებიც გადასახდელი დარჩა. როგორც ფერმერი აცხადებს თვითონ ბაღდათში ცხოვრობს, სოფელი კი ვანში, შუამთაში აქვს, სწორედ იქ მდებარეობს იონჯას მინდორი. ქურდობის ფაქტი და დაახლოებით 10 დღის წინ მოხდა.

”მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი, რომელიც 2 დამწყებ ფერმერს, ვასილ ჩიხლაძეს და ირაკლი ამირანაშვილს გადაგვხვდა.
2020 წლის გაზაფხულზე ვანის რაიონის სოფელ შუამთაში, იჯარით ავიღეთ, რამდნიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც შინაურ ცხოველთა საკვები კულტურა-იონჯა დავთესეთ. მიუხედავად, ზოგადად ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიური მდგომარეობისა, როგორღაც მოვახერხეთ გარკვეული თანხის მობილიზება, გავწიეთ ფინანსური ხარჯები, იმ იმედით, რომ კარგ მოსავალს მივიღებდით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ხარჯი ჩვენი ჯიბიდან გავიღეთ, არცერთი სახელმწიფო პროგრამა არ შეგვეხო სამწუხაროდ, რადგან მიწა იჯარით გვქონდა აღებული, მხოლოდ აგრო კრედიტი, რისი საშუალებითაც შევძელით შეგვეძინა ტრაქტორი ნაკვეთში სამუშაოდ, და სესხის გადახდასაც მიღებული მოსავლის რეალიზებიდან მიღებული თანხით ვაპირებდით.
თუმცა კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, ჩვენც ასე დაგვემართა. ყურადღების მისაქცევად, ნაკვეთში დროგამოშვებით ჩავდიოდით, ტერიტორია კარგად დაცული და შემოღობილი გვაქვს ეკლიანი მავთულით. ბოლოს 10 დღის წინ მოვინახულეთ და დავგეგმეთ მოსავლის აღება. გასათიბად ჩასულებს შემზარავი სურათი დაგვხვდა: ნაკვეთი მთლიანად გათიბული, მოსავალი სრულად გატანილი, ეკლიანი მავთული რამდენიმე ადგილზე გახსნილი და რამდენიმე ათეული პირუტყვი, განგებ შედენილი, არხეინად ძოვდა ჩვენს ნაკვეთში.
ქვეყანაში, სადაც სოფლის მეურნეობა, ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად მიიჩნევა, სადაც რეალურად იდება ინვესტიციები სოფლის მეურნეობის ფეხზე წამოსაყენებლად, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, თუ მსგავსი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებოდით.
პოლიცია იმწამსვე ჩავრთეთ საქმეში, დაგვპირდნენ გამოვიძიებთო, თუმცა ჯერ-ჯერობით ხელჩასაჭიდი არაფერია.
ბუნებრივია ათეულობით ჰექტარი იონჯის გათიბვას და მისი ნაკვეთიდან გაზიდვას თვითმხილველი აუცილებლად ეყოლება და ვერც 1 და 2 კაცი მოახერხებდა ამ საქმის შესრულებას, ვერც სხვა რაიონიდან მოვიდოდა ვინმე.
ამიტომ იმედი გვაქვს სამართალი იზეიმებს და ამდენი შრომა და ფინანსები წყალში არ ჩაგვეყრება, ვინაიდან წინ ზამთარია, შემოსავლის არანაირი სხვა წყარო ჩვენ რეალურად არ გაგვაჩნია, ტრაქტორის კრედიტი, სწორედ ამ მოსავლით უნდა გადაგვეხადა მთელი ზამთრის მანძილზე და საგაზაფხულო სამუშაოებიც ამ თანხით გვეწარმოებინა. ახლა კი სრულიად უსახსროდ ვართ დარჩენილები, გაგვქურდეს, საშინელ დღეში ვართ.
იმედს ვიტოვებთ, რომ მომხდარზე ობიექტურ და სწრაფ გამოძიებას მოახდენს შესაბამისი ორგანოები და ეს საქმე რეაგირების გარეშე არ დარჩება. თორემ ამდენი ნაშრომი წყალში ჩაგვეყრება და თუ მსგავსი პრეცენდენტი დაფიქსირდება, ეს სხვა „აგრო კრიმინალებსაც“ წაახალისებს და მომრავლდება ასეთი შემთხვევები, შესაბამისად ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ამ სფეროში თანხის ინვესტირებას მომავალი არ ექნება და ზოგადად აზრს დაკარგავს ამაზე ფიქრი.” – ამბობს ორაკლი ამირანაშვილი ”მეგა ტვ”-თან საუბრისას.

შსს-ს ინფორმაციით  გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

გაზიარება356

დაკავშირებული -პოსტები

რომში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 10, 2025
338
მთავარი

რომში საცხოვრებელ ბინაზე ქურდობის მცდელობისთვის ორი ქართველი დააკავეს. რომში სამართალდამცველებმა ორი ქართველი მოქალაქე დააკავეს საცხოვრებელ სახლში შეღწევის მცდელობის ბრალდებით. ადგილობრივი მედიის ცნობით, 35 და 42 წლის მამაკაცები მაშინ აიყვანეს, როცა ბინის...

დაწვრილებითDetails

გამოქვეყნდა უცხოური ვალუტის კურსი 11 დეკემბრისთვის

დეკემბერი 10, 2025
62
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6995 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6996 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001...

დაწვრილებითDetails

როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook-ზე და როგორ დავიცვათ ანგარიში

დეკემბერი 10, 2025
43
მთავარი

სოციალურ ქსელში ჩვენი ანგარიშები საკმაოდ დიდ პირად ინფორმაციას იტევს, აქტივობა იქნება ეს, კავშირები თუ მიმოწერები. თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს ანგარიშზე ვინმე სხვასაც შეიძლება ჰქონდეს წვდომა, ამის შემოწმება მარტივად არის...

დაწვრილებითDetails

საქართველო ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთისკენ ტვირთებს არ გაატარებს – კობახიძე

დეკემბერი 10, 2025
83
მთავარი

საქართველო ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთისკენ ტვირთებს არ გაატარებს - განაცხადა „ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. საქმე ეხება „ეხო კავკაზას“ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ტვირთების გადაზიდვისთვის ენგურის...

დაწვრილებითDetails

განადგურებული ბორჯომის ბაზრობის ნაცვლად თანამედროვე სავაჭრო სივრცის აშენება იგეგმება

დეკემბერი 10, 2025
41
მთავარი

მიმდინარე წლის მაისში დამწვარი ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიაზე, რომელიც 15 000 კვ.მ.-ზეა განთავსებული თანამედროვე სტანდარტების სავაჭრო სივრცე აშენდება, სადაც ყველა დაზარალებული შეძლებს მუშაობის გაგრძელებას. ამის შესახებ  ბაზრობის მფლობელი კომპანია GRDC Holding-ის...

დაწვრილებითDetails

საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდზე ახალ “საბაჟო ტერმინალს” აშენებს

დეკემბერი 10, 2025
40
მთავარი

ოკუპირებულ სოხუმში პირველად გაამხილეს პროექტის მიზანი, რომელიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სპეკულაციის საგანი იყო – “ეხო კავკაზას” ცნობით, ტრანზიტული და ლოჯისტიკის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და “აფხაზეთში მსოფლიოს ხალხთა ასამბლეის...

დაწვრილებითDetails

ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება

დეკემბერი 10, 2025
900
ეკონომიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, კონკრეტული დათქმით, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი, ჯამში 1 მლრდ ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დათქმა...

დაწვრილებითDetails

განათლების სამინისტრო რეფორმის თაობაზე შეხვედრების დაწყებას გეგმავს

დეკემბერი 10, 2025
13
მთავარი

მომავალი კვირიდან, სამინისტროში დავიწყებთ შეხვედრებს თითოეულ უნივერსიტეტთან, სათითაოდ, 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გვინდა მოვისმინოთ მათი ხედვა, რეფორმის ფარგლებში რა მიმართულებებს თვლიან კლასიკურ მიმართულებებად, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ,...

დაწვრილებითDetails

სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, უგონოდ სისხლდენით ეგდო – როგორია წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელის მდგომარეობა

დეკემბერი 10, 2025
162
მთავარი

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს ლევან კვარაცხელიას ავტომობილი დაეჯახა. ამის შესახბე ინფორმაციას სოციალურ ქსელში წალენჯიხის მერის ყოფილი მოადგილე, თამარ ბელქანია  წერს. "გადარჩა! ეს ლევან კვარაცხელიაა, წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელი და არაჩვეულებრივი ადამიანი. რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია – საია

დეკემბერი 10, 2025
18
მთავარი

2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ 2025 წელს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».