LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ძალიან ცუდია ქვეყნისთვის უტვინო ოპოზიცია და რამე მოიფიქრეთ ჭკვიანური. საკუთარი ამომრჩევლის მაინც არ გრცხვენიათ?! მათ შორის ხომ უამრავი მშრომელი და გულწრფელი ადამიანია? რატომ აცოტავებთ თქვენივე რიგებს? – თეა წულუკიანი

” ჩაატარეთ თუ არა რეორგანიზაცია? ისევ მავნებელი ლომჯარიას და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ერთად ხომ არ მუშაობთ?” – თეა წულუკიანი

დაპოსტა 2025/06/10-ში
A A
79
ნახვა
გაზიარება

რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ არა, რატომ? ხომ არ მუშაობთ ისევ ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად და ხომ არ გვამყოფებთ მათ იმედზე, რომ თურმე ჩვენი უფლებები იქნება დაცული და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ხომ არ მუშაობთ ისევ შემთხვევით, რომლებსაც ეჩვენებათ, რომ დეესკალაციის ოთახებში, დღევანდელ ქართულ ციხეებში არაადამიანური მოპყრობაა? – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თეა წულუკიანმა, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, რომელმაც პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, შესაძლოა, ანგარიშში გამოტოვებული საკითხები იმით იყოს განპირობებული, რომ აპარატის თანამშრომლები მას თემებს შერჩევითად აწვდიან.

„როცა დაინიშნეთ ამ პოზიციაზე, ჩაატარეთ თუ არა რეორგანიზაცია და ვისთან ერთად მუშაობთ? რატომ გამიჩნდა ეს კითხვა – მადლობა ბევრი რამისთვის, მაგრამ ვერ გავიგე ერთი რამ – თქვენ განაცხადეთ, რომ ციხეებში გადატვირთულობა არისო, მაგრამ არ ახსენეთ ის, რომ სწორედ საანგარიშო პერიოდში, გასულ წელს, გაიხსნა ლაითურის სუპერ თანამედროვე ციხე. ასევე, რომ საუბრობთ მანიფესტანტების უფლებები დაირღვაო, დაჭრილი პოლიციელი ერთხელ მაინც ხომ უნდა ახსენოთ? ასევე, ქალები მოგვისაკლისეთ და ქალის უფლებებიო, მადლობა ამისთვის. მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ თქვენ მე დამიცავთ, ეს დაცვა არც მჭირდება. ლომჯარია ამბობდა, რომ მე თქვენი დამცველი არ ვარო, თქვენ ხართ ჩვენი დამცველი? თუ ეს ასეა, ქალებზე რომ ისაუბრეთ, ქალ დეპუტატებსა და მათ თავდასხმაზე რატომ არ ისაუბრეთ? ბავშვებზე რომ ისაუბრეთ, მარიამ ლაშხის შვილებზე ერთხელ მაინც რატომ არაფერი თქვით? კარგი, 2024 წლის ანგარიში იყოო, რომ ბრძანეთ, გიორგი კალანდარიშვილის შვილებზე როდისმე მოიკითხეთ როგორ იყვნენ? მამამისს რომ მელანი შეასხა მავნებელმა სახეში და ბავშვები ამას პირდაპირ ეთერში უყურებდნენ, არ იცოდნენ დაბრმავდა თუ არა, სამსახურში მყოფი მათი მამა? ეს დაბალანსებული უნდა იყოს, რომ ჩვენ თქვენ დაგიჯეროთ! რაც არ უნდა გამიჭირდეს, არ გავბედავ რომ შეგაწუხოთ, იმიტომ, რომ ვიც,ი რომ ბევრი სხვა საქმე გაქვთ უკეთესი და უფრო მნიშვნელოვანი.

სწორედ ამიტომ დავსვი კითხვა – მეტ ნაკლებად გიცნობთ, ღირსებით სავსე ადამიანი ხართ, პროფესიონალიზმი არ გაკლიათ, ალბათ ეს „სტაფის“ ბრალია, რომ შერჩევითად გაწვდიან თემებს. რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ არა, რატომ? ხომ არ მუშაობთ ისევ ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად და ხომ არ გვამყოფებთ მათ იმედზე, რომ თურმე ჩვენი უფლებები იქნება დაცული? და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ხომ არ მუშაობთ ისევ შემთხვევით, რომლებსაც ეჩვენებათ, რომ დეესკალაციის ოთახებში, დღევანდელ ქართულ ციხეებში არაადამიანური მოპყრობაა? ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო განაცხადი.

ასევე, მაინტერესებს ისევ იმ კადრებთან ერთად ხომ არ მუშაობთ, იუსტიციის მინისტრი როცა ვიყავი და ლომჯარიას ზოგიერთი თანამშრომელი სპეციალიზდებოდა ე.წ. პრაგონში. ანუ შედიოდნენ ერთ ციხეში, ვითომ უფლებებს ამოწმებდნენ, მონიტორინგზე შედიოდნენ, გამოჰქონდათ ამბავი, დანაბარები, მიდიოდნენ სხვა ციხეში, სხვა საკანში, ვისთანაც დააბარეს გზავნილი და ამ ფორმით, „პრაგონის“ ფორმით მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროსა და კრიმინალური სამყაროს საქმიანობაში. მაინტერესებს ისევ ამ ადამიანებთან ერთად მუშაობთ? ეს რომ ვთქვი ლომჯარიას აქ მობრძანების დროს, აპარატის მაშინდელმა თანამშრომელმა სასამართლოში მიჩივლა, ვერაფერი დათუნია კანფეტი ვერ დაიჭირა, მაგრამ ხომ მიჩივლა? თავხედებისგან იყო ეს აპარატი შემდგარი. მაინტერესებს ისევ ამ ხალხთან ერთად მუშაობთ? ჩაატარეთ რეორგანიზაცია თუ არა? თუ ჩაატარეთ, მაშინ რატომ ვერ ხედავთ მარიამ ლაშხის შვილებს, რატომ ვერ დაინახეთ, რომ ლაითურის ციხე აშენდა? რატომ ვერ გვხედავთ ჩვენ? ან გვითხარით, რომ არ ხართ ჩვენ ომბუდსმენი. ჩვენს უფლებებს როდისმე იცავთ? დაჭრილი პოლიციელი რატომ არ ახსენეთ? რატომ არ ახსენეთ ის, რომ ქვეყანას ჰქონდა სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე?“ – განაცხადა წულუკიანმა.

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

ფესტივალზე 145 ადამიანს შპრიცით უცნობი პრეპარატები შეუყვანეს – რას წერს მედია

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
ქუთაისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
მთავარი

საფ­რან­გე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, მუ­სი­კის ფეს­ტი­ვალ­ზე 145 ადა­მი­ანს უც­ნო­ბი პი­რე­ბი ნემ­სე­ბით და­ესხნენ თავს. ასზე მეტი შემ­თხვე­ვა საფ­რან­გე­თის ერთ-ერთ მუ­სი­კის ფეს­ტი­ვალ­ზე მოხ­და, რო­მე­ლიც ღია ცის ქვეშ იმარ­თე­ბო­და. პო­ლი­ცი­ას 145-მა პირ­მა...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7252 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7260 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

რა ქონებას ფლობს ეკონომიკის ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
ეკონომიკის მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა
ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ორჯერ იყო პარლამენტარი „ქართული ოცნების“ სიით, დღეს 24 ივნისს ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა, მანამდე კი ის მინისტრის მოიადგილის პოსტს იკავებდა.   ქვრივიშვილი დეკლარაციას...

დაწვრილებითDetails

ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდათ – ნაპოვნია 6 ცხედარი – ესპანეთი

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

ესპანეთის კუნძულ მალიორკას სანაპიროსთან 6 ცხედარი იპოვეს, რომლებსაც ხელები და ფეხები შეკრული ჰქონდათ. ესპანეთის ხელისუფლებამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მედიის ცნობით, გამოძიება გასულ თვეში დაიწყო, როდესაც პირველი ცხედარი იპოვეს. სულ...

დაწვრილებითDetails

„ჯორჯიან ეარვეისი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
შიდა ფრენების განვითარებისთვის ვერტოდრომების მშენებლობას იწყება
მთავარი

29 ივნისის ჩათვლით თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია, – ინფორმაციას “ჯორჯიან ეარვეისი” ავრცელებს. როგორც კომპანია წერს, მგზავრებმა, რომლებმაც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ექნებათ ბილეთების გადაცვლის ან თანხის...

დაწვრილებითDetails

“ნუთუ თავისუფალი სამყარო მართლაც იმდენად სუსტია, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია ქართველი ხალხის მხარდასაჭერად”

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
“ნუთუ თავისუფალი სამყარო მართლაც იმდენად სუსტია, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია ქართველი ხალხის მხარდასაჭერად”
მთავარი

"ნუთუ თავისუფალი სამყარო მართლაც იმდენად სუსტია, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია ქართველი ხალხის მხარდასაჭერად?," - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი სოციალურ ქსელში წერს და ოპოზიციონერი...

დაწვრილებითDetails

ნებისმიერი ხასიათის ღონისძიებაში მოსამართლის ჩართვის საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გადაწყვეტს

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ერთ-ერთ ეპიზოდზე განაჩენი გამოაცხადა
მთავარი

სასამართლო სისტემაში მოსამართლესთან ე.წ. სპეციალური კომუნიკაციის ინსტიტუტი შემოდის - ნებისმიერი ხასიათის ღონისძიებაში, იქნება ეს ვიზიტი, საქმიანი შეხვედრა, ვორქშოფი, კონფერენცია, ტრენინგი, ლექცია, სემინარი თუ სხვა, მოსამართლის ჩართვის საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს...

დაწვრილებითDetails

გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები სრულდება

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები სრულდება
მთავარი

გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები სრულდება - ინფორმახიას გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ავრცელებს და ფიტოებს აქვეყნებს. ,,გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები (გუმბათის ჩათვლით) დასკვნით ფაზაში შევიდა. გერმანელი...

დაწვრილებითDetails

ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით მოსამართლისადმი უპატივცემულობის გამოხატვა პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით - ვერბალურად, უხამსი ან სხვაგვარი ქმედებით, ნებისმიერ ვითარებაში - სასამართლო სხდომაზე თუ საჯარო სივრცეში მოსამართლისადმი უპატივცემულობის გამოხატვა პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. ეს არის ერთ-ერთი ცვლილება იმ...

დაწვრილებითDetails

სანაპირო ზოლი არაა უსაფრთხო – რა მოხდა ზღვაზე

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
სანაპირო ზოლი არაა უსაფრთხო – რა მოხდა ზღვაზე
მთავარი

მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს რომ მის შვილს სანაპიროზე ნემსი შეერჭო. ,,ნახევარი საათის უკან ბავშვს სანაპიროზე შეერჭო ნემსი , მივიყვანე საავამდყოფოში და მხოლოდ ბეტადინით დაუმუშავეს , და მითრეს სამი თვე უნდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"