როგორც მინიმუმ შს მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან ვერ უზრუნველყო მოქალაქეების უსაფრთხოება – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და დღეს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს
“ამორალურია ის რასაც აკეთებს “ქართული ოცნება”, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა უნდა გადადგეს. მაგრამ ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ვერ დაიცვა ადამიანების უსაფრთხოება და ახლაც მიმდინარეობს ქუჩაში ძალადობა. როგორც მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს, თუ არა მთლიანად მთავრობა ამ ყველაფრის გამო. არ იცავთ ჟურნალისტებს, არ იცავთ ტურისტებს, არ იცავთ არცერთ ადამიანს და პირიქით წამქეზებელ განცხადებებს აკეთებთ”, – ამბობს ვაშაძე.