შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ რიონის ხეობაში, სოფელ ჟონეთთან, ნამახვანჰესის მშენებლობის საპროტესტო აქციაზე მიმავალი ადამიანების მანქანებიდან ცეცხლსასროლი იარაღი, ბეისბოლის ჯოხები და “დუბინკები” ამოიღეს.
“აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ავტომობილი შეაჩერეს. ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოღებულია ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. „დუბინკა“.
პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა რომ აღნიშნული ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს”.- წერია შსს-ის განცხადებაში.
ადგილობრივები რიონის ხეობაში ნამახვანჰესის აშენებას 106-ე დღეა, აპროტესტებენ. ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით 2-ჯერ დაშალა