შსს-მ 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი მოვლენების მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავა. 1997 წელს დაბადებულ პირს “ტვ პირველის” ოპერატორზე თავდასხმა ედება ბრალად.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.გ.-მ რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.